ARVA

ARVA

წესები და პირობები

გამყიდველი

საიტი www.arva.ge ეკუთვნის ი/მ „არვა სტორი“-ს (ს/ნ 01027052836), მისამართი: თბილისი, ვარკეთილი, სუხიაშვილის ქუჩის მიმდებარედ. ტელეფონი / WhatsApp: +995 579 24 45 91, ელფოსტა: arva.store08@gmail.com.

შეკვეთა

შეკვეთისთვის საჭიროა ანგარიში — შესვლა ხდება ელფოსტით, ერთჯერადი კოდით. შეკვეთისას მიუთითებთ სახელს, ტელეფონს, ქალაქს, მისამართს და მიწოდების ხერხს.

ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთა მიღებულად ითვლება მისი გაგზავნისთანავე. ონლაინ გადახდით — მას შემდეგ, რაც ბანკი გადახდას დაადასტურებს. ონლაინ შეკვეთა, რომელიც 30 წუთში არ იქნება გადახდილი, ავტომატურად უქმდება (ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთში ამ ვადის შემდეგ).

შეკვეთის მიღების შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად.

ფასები

ფასები მითითებულია ლარში (₾). მიწოდების ღირებულება და ფასდაკლება ჩანს შეკვეთის გაფორმებისას, მის გაგზავნამდე; „მენეჯერთან შეთანხმების“ არჩევისას მიწოდების ღირებულება ცალკე თანხმდება.

გადახდა

მარაგში არსებული ნივთები იხდება ონლაინ, ბარათით, ან ნაღდი ფულით მიღებისას.

წინასწარი შეკვეთა იხდება მხოლოდ ონლაინ: შეკვეთისას 50% ან სრული თანხა, დარჩენილი — ონლაინ, არაუგვიანეს მიღებისა. თანხა ითვლება მთელ შეკვეთაზე.

თუ შეკვეთას გააუქმებთ მის გაგზავნამდე, უარს იტყვით შეკვეთაზე ან ისარგებლებთ კანონით გათვალისწინებული უარის თქმის უფლებით, გადახდილი თანხა, მათ შორის წინასწარი გადახდა, სრულად დაგიბრუნდებათ. თუ ნივთი უკვე გამოგზავნილი იყო, შეიძლება დაკავდეს მხოლოდ მისი ჩვენთვის უკან დაბრუნების ღირებულება.

ონლაინ გადახდა ხდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე. ბარათის მონაცემებს ARVA ვერ ხედავს და არ ინახავს.

წინასწარი შეკვეთა

წინასწარი შეკვეთის ნივთის ჩამოსვლას სჭირდება დაახლოებით 10–15 დღე, შემდეგ კი — მიწოდების ჩვეულებრივი ვადა. ვადები მიახლოებითია.

მიწოდება, გაუქმება და დაბრუნება

მიწოდების ვადები და ღირებულება, შეკვეთის გაუქმება, ნივთის დაბრუნება და თანხის დაბრუნება აღწერილია გვერდზე „მიწოდება და დაბრუნება“.

პერსონალური მონაცემები

როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

სხვა

ამ პირობებზე და შეკვეთებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. კითხვების ან პრეტენზიის შემთხვევაში მოგვწერეთ — ვეცდებით საკითხი შეთანხმებით მოვაგვაროთ.