ARVA
მიწოდება და დაბრუნება
მიწოდება
თბილისი — 2 დღის განმავლობაში.
რეგიონები — გაგზავნა ორშაბათობით და ხუთშაბათობით, მიწოდება დაახლოებით 3–4 დღეში გაგზავნიდან.
წინასწარი შეკვეთა — ნივთის ჩამოსვლას სჭირდება დაახლოებით 10–15 დღე; შემდეგ თბილისში — კიდევ 2 დღემდე, რეგიონებში — დაახლოებით 3–4 დღე გაგზავნიდან.
მიწოდების ღირებულება: თბილისში — 8 ₾, რეგიონებში — 12 ₾; თვითგატანა უფასოა.
თბილისსა და რეგიონებში მიწოდება უფასოა 150 ₾-დან (5%-იან ფასდაკლებასთან ერთად არ მოქმედებს). მიწოდების ღირებულება ჩანს შეკვეთის გაფორმებისას, მის გაგზავნამდე; „მენეჯერთან შეთანხმების“ არჩევისას ღირებულება ცალკე თანხმდება.
ვადები მიახლოებითია და შეიძლება დამოკიდებული იყოს საკურიერო მომსახურებაზე.
თვითგატანა
თვითგატანა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგვიკავშირდით WhatsApp-ით ან ელფოსტით, რათა შევათანხმოთ ადგილი და დრო. WhatsApp +995 579 24 45 91 ან arva.store08@gmail.com.
შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მის გაგზავნამდე — მოგვწერეთ WhatsApp +995 579 24 45 91 ან arva.store08@gmail.com.
ონლაინ გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საქართველოს ბანკის მეშვეობით. ბარათზე მის ასახვას, ბანკის მიხედვით, შეიძლება რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს. თუ გადახდა დადასტურდა შეკვეთის ავტომატური გაუქმების შემდეგ, ან ერთი შეკვეთა ორჯერ გადაიხადეთ, ზედმეტი თანხა გიბრუნდებათ.
წინასწარ შეკვეთაზე უარის თქმისას წინასწარი გადახდის დაბრუნების წესი იხილეთ წესებსა და პირობებში.
ხელშეკრულებაზე უარის თქმა
საიტზე შეძენილ ნივთზე უარის თქმა შეგიძლიათ მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე. ამისთვის ამ ვადაში მოგვწერეთ: WhatsApp +995 579 24 45 91 ან arva.store08@gmail.com. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ტექსტი: „ვაცხადებ უარს ხელშეკრულებაზე. შეკვეთის ნომერი: …, მიღების თარიღი: …, სახელი და გვარი: …, თარიღი: …“.
ნივთი დაგვიბრუნეთ უარის თქმიდან 14 დღის განმავლობაში, სრული კომპლექტით. ნივთის დათვალიერება და გასინჯვა შეგიძლიათ ისე, როგორც მაღაზიაში; თუ ნივთის ღირებულება ამაზე მეტი გამოყენებით შემცირდა, ამ შემცირებისთვის პასუხისმგებლობა შეიძლება თქვენ დაგეკისროთ. გადახდილ თანხას, მიწოდების ღირებულების ჩათვლით, დაგიბრუნებთ უარის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, იმავე გზით, რითაც გადაიხადეთ; შეგვიძლია დაველოდოთ ნივთის დაბრუნებას ან მის გამოგზავნის დადასტურებას — რაც უფრო ადრე მოხდება. ნივთის უკან გამოგზავნის ხარჯი თქვენ გეკისრებათ.
დაბრუნება და გაცვლა
ნივთის დაბრუნება და გაცვლა ხდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად. დაბრუნების ან ნივთის ხარისხთან დაკავშირებული საკითხებისთვის მოგვწერეთ: WhatsApp +995 579 24 45 91 ან arva.store08@gmail.com.